ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს

  რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს – ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. “სასამართლომ არ მიიღო საბუთები ჩემ მიერ კანონდარღვევის შესახებ. მითხრეს, რომ შემიძლია თამამად მივიღო მონაწილეობა სახალხო შეკრებაში”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.
მოსკოვში, ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს შენობასთან რუსი ოპოზიციონერი დღეს დააკავეს. ზამოსკვორეცკის სასამართლოში ე.წ. ბალოტნაიას საქმეზე დაკავებული რვა ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. “ბალოტნაია საქმეში” რვავე ბრალდებული სასამართლომ მასობრივი არეულობების მოწყობასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ ძალის გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები