ბიძინა ივანიშვილი: ერთადერთი კაცია მსოფლიოში რომლის ვალიც მე მაქვს

  “თი-ბი-სი გალერეის” საგამოფენო სივრცემ ცნობილი ფოტოხელოვანის ბადრი ვადაჭკორიას ალბომის პრეზენტაციას უმასპინძლა.
ბადრი ვადაჭკორიამ ერთი წლის განმავლობაში მთელი საქართველო მოიარა და ფირზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ძეგლები, მდინარეები და ჩანჩქერები აღბეჭდა.
გამოფენა სახელწოდებით – ‘’ეს საქართველოა’’ საქველმოქმედო ხასიათის იყო და შემოსული თანხის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნიკოლოზ ნატროშვილის დასახმარებლად გადაირიცხება.
ღონისძიებას საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
“ერთადერთი კაცია მსოფლიოში რომლის ვალიც მე მაქვს. 1980 წელს ლვოვიდან წამომიყვანა საკუთარი მანქანით. ბილეთის ფული დავზოგე მაშინ და რაღაც შევიძინე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები