საშობაო გამოფენა გაიმართება

 

  27 დეკემბერს, 14:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პატრონაჟით, ბავშვთა ხელოვნების სახლი „დეფანი კიდარტი“ საშობაო გამოფენას გამართავს. გამოფენა სამშობლოში დაბრუნებულ ემიგრანტ ბავშვებს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სახლის მოსწავლეების ფერწერაში და თიხაში შესრულებული ნამუშევრები.
ბავშვებს სიტყვით მიმართავს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
ბავშვთა ხელოვნების სახლი „დეფანი კიდარტი“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს და სამშობლოში დაბრუნებულ მათ თანატოლებს საშობაო საჩუქრებს გადასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები