დავით ნარმანია კახეთის გუბერნატორსა და გამგებლებს შეხვდება

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დღეს 12 საათზე კახეთის სამხარეო ადმინიატრაციაში კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და მხარის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრას გამართავს. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.
საუბარი შეეხება საავტომობილო გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შეხვედრაზე განხილული იქნება, ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, მათი დაწყებისა და განხორციელების ვადები.
ჯამში, კახეთში 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 95 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთის მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 17 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, რომლითაც 85 პროექტს განახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები