თინა ხიდაშელი: არანაირი უზრდელობა კაკო ბობოხიძისგან არ გამიკვირდებოდა, თუმცა, მან დღეს მეც კი გამაოცა

უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, აკაკი ბობოხიძის საქციელმა ყველა გააკვირვა. მისი თქმით, პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირება უსიამოვნო ფაქტია.
„ძალიან სამწუხაროა. კაკო ბობოხიძე ყველაფერს აკეთებდა მთელი ამ ორი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ აქამდე მიეყვანა საქმე. მისმა დღევანდელმა საქციელმა მეც კი გამაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზურგზე არანაირი უზრდელობა კაკო ბობოხიძისგან არ გამიკვირდებოდა. მან დღეს მეც კი გამაოცა. მესმის, რომ ნერვები ვერ მოთოკეს ჩვენმა კოლეგებმა, თუმცა ყოველთვის უსიამოვნოა და ნამდვილად ვერავინ ვერაფრით ვერ მოიწონებს, როდესაც პარლამენტში ასეთი ხელჩართული ჩხუბი ხდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში.
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს პლენარულ სხდომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილების საკითხის განხილვისას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები