ღია ბარათების კრებულების წარადგინება გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე წიგნის საახალწლო ფესტივალზე „თბილისი მოლში“ გამომცემლობა „არტანუჯი“ ღია ბარათების კრებულებს წარადგენს.
კრებულებს: „ციდან დანახულ საქართველო“, „ღვინის კულტურა საქართველოში“, „ანარეკლები. საქართველო“, „ბათუმი ღამით“ და „ჩემი საქართველო თქვენთვის“ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წარადგენს. აღნიშნულ კრებულებში შესული ღია ბარათების დიდი ნაწილი სწორედ მას ეკუთვნის.
პავილიონში გაიმართება მცირე ფოტოგამოფენაც. გოგა ჩანადირი ისაუბრებს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნზეც, რომელსაც „არტანუჯი“ გაზაფხულზე გამოსცემს. წიგნი გააერთიანებს სამოგზაურო ამბებს, ფოტოისტორიებს და ხელოვანის შთაბეჭდილებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები