მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსებობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.