თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებია.
მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, მისის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების 70 აბონენტს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის და მშვიდობის ქუჩის 30 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები