ალექსანდრე გრიგოლაშვილს ხვალ ქუთაისში დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ალექსანდრე გრიგოლაშვილს ხვალ ქუთაისში, საგვარეული სასაფლაოზე დაკრძალავენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ გრიგოლაშვილის ოჯახმა მიიღო. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს.
როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, დაღუპულ მებრძოლს ხვალ 10 საათზე ქუთაისის ცენტრში ხარების ეკლესიასში დაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია 3 საათზე დაიწყება. ქართველი მებრძოლის პატივის მისაგებად უკრაინიდანაც ჩამოვიდნენ. ხვალ ისინი გრიგოლაშვილს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები