ხვალ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციიდან 37 წელი სრულდება

 

  25 დეკემბერს სრულიად საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 37 წელი სრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაიწყებს, ხოლო 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა. პატრიარქს სახელად ილია მეორე ეწოდა. დღეს საქართველოში პატრიარქის ჩათვლით სულ 48 მღვდელმთავარია. გაიზარდა მონასტრების, სასულიერო პირებისა და ტაძრების რაოდენობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები