წმინდა სინოდი: სახელმწიფოსგან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხის შესახებ საზოგადოების ინფორმირება არასწორად ხდება

 

   სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება არასწორად ხდება, – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის ოქმში, რომლსაც საპატრიარქო ავრცელებს.
წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ ეს თანხა, მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს და ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს.
“შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს. კომისიის შემადგენლობაში არიან: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია); რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი). წმინდა სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი. ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია); ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი); მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე)”,- ნათქვამია სინოდის ოქმში.
საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები