მთაწმინდაზე მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს

მთაწმინდაზე მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა მთაწმინდაზე, ალ. ჭავჭავაძისა და ზუბალაშვილების კვეთაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი მათგანი მუცელში დაიჭრა, მეორეს კი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები