ბათუმი-ჩაქვის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მომხდარის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.