დავით ქართველიშვილი: გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი “ევროპულ ქვეყნად” მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში ბალანსი აღდგება
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირისა და რუსეთის გარშემო. ის წერს, რომ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ალაპარაკდა მოსკოვთან ურთიერთობაში ბალანსის აღდგენაზე:
„თუ საბოლოოდ ვიპოვით ბალანსს ჩვენს უდიდეს ევროპელ მეზობელთან, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაში, თუ მშვიდობა ჩამოყალბდება, თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ევროკავშირი, მაშინ ჩვენც, გერმანიაში ჩავაბარებთ ამ გამოცდას და შევძლებთ თავდაჯერებულად შევხედოთ მომავალს, 2026 წლის შემდეგ” – ციტირებს მერცს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი „ტერორისტ” რუსეთს „ევროპულ სახელმწიფოდ” მოიხსენიებს და მერცი ერთ-ერთი მათგანია.
„არა, დანია და გრენლანდია მაგარი ტესტი აღმოჩნდა ევრობიუროკრატიისთვის. ტრამპმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა მის “სამეკავშირეო” დამოკიდებულებაში ევროპასთან. იმ დონეზე, რომ ზოგიერთი “ზაპოიში” შესვლას აპირებს, ზოგიერთი კი “ტერორისტ” და “აგრესორ” რუსეთს უკვე “ევროპულ სახელმწიფოდ” მოიხსენიებს.
სწორედ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთი “ევროპულ ქვეყნად” მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში ბალანსი აღდგება. ეს განცხადება მან ჰალეს ქალაქში, ბიზნეს წარმომადგენლების წინაშე, ახალი წლის მიღებაზე გააკეთა.
„თუ ჩვენ შევძლებთ ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების დაბრუნებას, თუ საბოლოოდ ვიპოვით ბალანსს ჩვენს უდიდეს ევროპელ მეზობელთან, კერძოდ, რუსეთთან ურთიერთობაში, თუ მშვიდობა ჩამოყალბდება, თუ თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება, თუ ამ ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ევროკავშირი, მაშინ ჩვენც, გერმანიაში ჩავაბარებთ ამ უახლეს გამოცდას და შევძლებთ თავდაჯერებულად შევხედოთ მომავალს, 2026 წლის შემდეგ”, – განაცხადა მერცმა, გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.
მერცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი კომენტარები რუსეთთან მიმართებით, არ იყო დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ ის სიტყვით აღმოსავლეთ გერმანიაში გამოდიოდა. მან თქვა, რომ იგივე განცხადებებს ქვეყნის ნებისმიერ სხვა ადგილას გააკეთებდა. კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს” – წერს დავით ქართველიშვილი.