ხაშურის მუნიციპალიტეტში 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც მოემსახურება ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის როგორც სპორტულ, ისე კულტურულ-შემეცნებით საჭიროებებს.