ჯუმბერ ლომინაძე გარდაიცვალა

  83 წლის ასაკში აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, პანაშვიდი ხვალ და ზეგ გაიმართება.
აკადემიკოსს ხუთშაბათს დაკრძალავენ. ჯუმბერ ლომინაძე 250 – მდე სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიების ავტორი იყო. შეგახსენებთ: ჯუმბერ ლომინაძე 1930 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. 1974 წელს ის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1982 წელს პროფესორი, 1979 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1988 წელს კი აკადემიკოსი გახდა. 1997-2003 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 2003-2006 წლებში კი – საქართველოს კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან დღემდე გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები