„ერგოლაინი“ შობა – ახალი წლისთვის მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს

„ერგოლაინი“ მომხმარებელს შობა – ახალი წლისთვის უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც „კვირას“ „ერგოლაინის“ წარმომადგენელმა სოფო აზნაურიშვილმა განუცხადა, ფასდაკლება ეხება თითქმის ყველა იმ მომსახურებას, რომელსაც „ერგოლაინი“ მომხმარებელს სთავაზობს.
იმისთვის, რომ ადამიანები ახალ წელს ოქროსფერი კანით შეხვდნენ, „ერგოლაინმა“ მათ სოლარიუმის აბონემენტი 280 ლარის ნაცვლად 160 ლარად შესთავაზა. ფასდაკლება შეეხო ასევე რუჯის მიღების მეორე საშუალებას, რომლის ეფექტიც ერთი კვირიდან ათ დღემდე გრძელდება. ამ ეფექტის მისაღებად კი უბრალოდ სხეულზე „სპრეის“ შეშხურებაა საჭირო.10830706_894028607308651_6492807517263063502_o
„ფასდაკლება ეხება სოლარიუმის აბონემენტებს, იმისთვის რომ ახალ წელს მომხმარებელი ოქროსფერი რუჯით შეხვდეს. გვაქვს სოლარიუმის აბონემენტი 280 ლარად, რომელზეც ვრცელდება ფასდაკლება და საახალწლო პერიოდში მისი ღირებულება შეადგენს 160 ლარს, რაც გულისხმობს დასაწოლი აპარატის 100 წუთს. თუ დასადგომ აპარატში შევლენ, ამ შემთხვევაში გამოდის 280 წუთი, სურვილის შემთხვევაში კი ამ ყველაფრის არევაც შეიძლება. გვაქვს 140 – ლარიანი აპარატი 100 ლარად. ეს არის პატარა პაკეტი და გულისხმობს დასადგომი აპარატის 140 წუთს, ხოლო – დასაწოლი აპარატის 50 წუთს. მათვის კი, ვისთვისაც არ შეიძლება ულტრაიისფერი სხივი, ან ვერ მოასწრო რუჯის მიღება, გვაქვს კიდევ ერთი შეთავაზება. ეს არის „სანეფიქსის“ კაბინეტი, დაფერვის „სპრეი“ სისტემა, რომელიც მსოფლიოში ნომერი პირველი ბრენდია, ისევე როგორც „ერგოლაინია“ სოლარიუმებში. დაფერვა მთელ სხეულზე 40 ლარი ღირს და ერთი კვირიდან 10 დღემდე ნარჩუნდება. ის არ შეიცავს ალკოჰოლს და არანაირ ქიმიურ დანამატს. „სანეფიქსი“ ნომერი პირველი ბრენდია. ჩვენ გავხდით ამ ფირმის ოფიციალური წარმომადგენელი და სხვა ცენტრებში მას ვერ შეხვდებით“, – განაცხადა სოფო მაზმიშვილმა.
იმისთვის, რომ ახალი წლის დღესაწაულზე ლამაზად გამოიყურებოდეთ, „ერგოლაინი“ თქვენს სახესა და არასასურველ თმაზეც იზრუნებს. ფასდაკლება შეეხო ლაზერულ ეპილაციას და სახის გაწმენდის და სახის მასაჟის პროცედურებსაც.
„ ჩვენთან ყველა ზონის ეპილაციას ფიქსირებული ფასი აქვს, თუმცა საახალწლოდ ეს ფასები დაკლებულია და 50 % ფასდაკლებაა სხვადასხვა ზონებზე. ამისათვის უბრალოდ უნდა მოვიდეს მომხმარებელი ჩვენს ოფისში, აბაშიძის ქუჩა #22 -ში და შესაბამისი პროცედურა ჩაიტაროს, წინასწარ რაიმე სახის ფასდაკლების ვაუჩერის შეძენა საჭირო არ არის“,- აღნიშნა სოფო მაზმიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

10620542_894028760641969_3670618582013113373_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები