არგენტინის სასამართლომ ორანგუტანგს ადამიანის უფლებები მიანიჭა

არგენტინის სასამართლოს დადგენილებით, დედალ ორანგუტანგს, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბუენოს-აირესის ზოოპარკში ბინადრობდა, ადამიანის უფლებები მიანიჭეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მაიმუნის დამცველების მოთხოვნით, ორანგუტანგ სანდრას ზოოპარკიდან გაშვება ადამიანის უფლებების მინიჭების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება, სანდრას ბრაზილიის ნაკრძალში გადაიყვანენ, სადაც მას დიდი სივრცე ექნება. სასამართლოში წყდებოდა საკითხი, ორანგუტანგი „ნივთია“ თუ „პიროვნება“. არგენტინელმა მოსამართლეებმა სარჩელის საპასუხოდ რამდენჯერმე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა საბოლოოდ გაითვალისწინეს მოსაზრება, რომ სანდრას გარკვეული უფლებები გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები