ტრამპმა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

“ვნახოთ, რა მოხდება”,- ასე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას.

რამდენიმე საათით ადრე მან ABC News-ს განუცხადა, რომ ირანის შემდეგი ლიდერი “დიდხანს არ გაძლებს“, თუ ვაშინგტონის თანხმობას არ მიიღებს.

„არ მინდა, რომ ხალხმა ხუთ წელიწადში იგივე გააკეთოს, ან უარეს შემთხვევაში, ბირთვული იარაღი ჰქონდეს“, – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, 8 მარტს ირანის ექსპერტთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზენაეს ლიდერად მოჯტაბა ხამენეი დანიშნოს, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დროს მოკლული ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ვაჟია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ხამენეის არჩევა მიულოცა და ქვეყნის ყველა დიპლომატიური პერსონალის სახელით ახალ ლიდერს ერთგულება აღუთქვა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავმა ძალებმა და არმიამ უკვე აღუთქვეს ერთგულება ხამენეის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები