უინსტონ ჩერჩილის ნახატი აუქციონზე 1,8 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა

ლონდონში, აუქციონ „Sotheby`s“-ზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, სერ უინსტონ ჩერჩილის ნახატი „The Goldfish Pool at Chartwell“-ი გაიყიდა. გარდა ამისა, აუქციონზე ჩერჩილის შექმნილი კიდევ 14 ნახატი გაიტანეს.
ნახატის „The Goldfish Pool at Chartwell“-ის საწყისი ღირებულება 400 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა და ის რეკორდულ 1,8 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
გარდა ამისა, აუქციონზე ჩერჩილის მემკვიდრეებმა დიდი ბრიტანელის 300 –მდე კუთვნილი ნივთი: დოკუმენტები, ნახატები და ფოტოგრაფიები გაიტანეს, რომლებიც საერთოდ ღირებულებით ჯამში 15,44 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები