რესპუბლიკური საავადმყოფო და გლდანის რაიონის გამგეობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

19 დეკემბერს შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმის ძირითადი მიზანი მოიცავს გლდანის რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, მრავალშვილიანი დედებისათვის, პენსიონერებისათვის, ვეტერანებისათვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და იმ პირებისათვის, რომლებიც გამონაკლისი წესით საჭიროებენ უფასო გამოკვლევების ჩატარებას.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა ერთობლივი საქმიანობითა და კვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული პერსონალის დახმარებით, მემორანდუმის მოქმედების პერიოდში სამ თვეში ერთხელ განხორციელდეს სამედიცინო კვლევები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები