ჟერარ დეპარდიემ მოსკოვში საკუთარი საათების კოლექცია გამოუშვა (ვიდეო)

ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, რომელმაც ორი წელია, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, მოსკოვში საკუთარი საათების კოლექციის „ვამაყობ ვიყო რუსის“ პრეზენტაცია გამართა. საათები შვეიცარიის ახალგაზრდა ბრენდთან CVSTOS-თან ერთად დამუშავდა. ყველაზე დაბალფასიანი საათი15 ათასი ფრანკი ღირს.
ამ ეტაპზე მხოლოდ რამდენიმე ათასი ეგზემპლიარია გამოშვებული. უახლოეს პერიოდში იგეგმება ქალის კოლექციის გამოშვებაც. როგორც დეპარდიემ აღნიშნა, ამ საათების ფუფუნება ფასში კი არა, არამედ რუსების სულის სიძლიერეშია. მსახიობი თვლის, რომ რუსეთი გადალახავს ეკონომიკურ კრიზისს და საერთაშორისო სანქციებს, თუ მას თავს დაანებებენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=YHRmwjXZJ_w” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები