ქედაში დაკარგული 27 წლის ახალგაზარდა გარდაცვლილი იპოვეს

ქედის მუნიციპალიტეტში 12 დეკემბერს დაკარგული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ „კვირას“აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, სოფელ ცხმორისში მცხოვრები ახალგაზრდის ცხედარი სამაშველო სამსახურმა იპოვა, რის შემდეგაც ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. თურმანიძის თქმით, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადასტურდება, ცხედარი ნამდვილად ეკუთვნის თუ არა 12 დეკემბერს დაკარგულ მამაკაცს.
ცხმორისში მცხოვრები 27 წლის მამაკაცი 12 დეკემბერს დაიკარგა. იგი დაცვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები