სერგეი ლავროვი: დონბასში მეორე ყირიმი არ განმეორდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ცალსახად მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დონბასში მეორე ყირიმი არ განმეორდება.
აღნიშნული განცხადება, ლავროვმა ტელეარხ „ფრანს 24-თან“ ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, უკრაინა ტერიტორიულად მთლიანია და უნდა დარჩეს კიდეც ასეთად. ყირიმი კი უნიკალურია და ის რუსეთის მიწაა.
„რა თქმა უნდა, სანქციები მტკივნეულია და ამისგან რაიმე სიამოვნებას არ ვიღებთ, თუმცა ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების პრობლემაა, გარწმუნებთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ უფრო გავძლიერდებით. ეკონომიკური კრიზისი პატარა ქვეყნებში ხდება ეს შეიძლება მოხდეს ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც არის უკრაინა, რუსეთი კი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად, არა დასავლეთის საამებლად ან სანქციების შესარბილებლად, არამედ იმიტომ, რომ სერიოზულად გვაშფოთებს ეს საკითხი – უკრაინის მომავალი და უკრაინის ეკონომიკა“, – განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები