ფილადელფიაში ყოფილი სამხედრო პირის ცხედარი იპოვეს, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრები დახოცა
სამართალდამცველებმა ფილადელფიაში ყოფილი სამხედროს ცხედარს მიაგნეს, რომელმაც გუშინ ექვსი ადამიანი მოკლა.
როგორც ადგილობრივი მედია სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, თავდამსხმელი 35 წლის ბრედლი უილიამ სტოუნია, მან გუშინ ქალაქის სხვადასხვა უბანში საკუთარი ოჯახის წევრები დახოცა.
დაღუპულთა შორის სტოუნის ყოფილი ცოლი, დედა, ბებია, და, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი ქალიშვილი არიან.
სამართალდამცველებმა ბრედლი სტოუნის ცხედარს მის სახლთან ახლოს მდებარე ტყეში მიაგნეს.