იაპონიაში დიდთოვლობის გამო 2 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში დიდთოვლობის გამო 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საინფორმციო სააგენტო „კიოდო“ იუწყება.
სტიქიამ ყველაზე დიდი დარტყმა კუნძულ ჰოკაიდოს მიაყენა. იქ 320-ზე მეტი ავიარეისია გაუქმებული. შეჩერებულია 300-ზე მეტი მატარებლის მოძრაობა. გარდა ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სწავლა 1 1000 სკოლაში შეაჩერა. ცნობილი გახდა, რომ წვიმამ და ქარმა, რომლის სიჩქარე წამში 35-40 მეტრს აღწევს, ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ჰოკაიდოს აღმოსავლეთით 142 ადამიანია ევაკუირებული. 1500 ადამიანმა საკუთარი სახლების დატოვების რეკომენდაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები