Google–მა 2014 წლის ყველაზე ძიებადი სიტყვები დაასახელა

კომპანია Google-მა წლის ყველაზე პოპულარული საძიებელი სიტყვების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას „Los Angeles Times“–ი ავრცელებს. კვლევის თანახმად, მომხმარებლები 2014 წელს ყველაზე ხშირად კომიკოს მსახიობზე რობინ უილიამსზე ეძებდნენ ინფორმაციას.
„ბევრისთვის საყვარელი კომიკოსის სიკვდილმა შეძრა მსოფლიო, რაც იქამდე მივიდა, რომ ბევრი ეძებდა მის შესახებ ინფორმაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსოფლიოში 2014 წლის ყველაზე პოპულარული საძიებელი სიტყვები შემდეგნაირად გამოიყურება:
1) რობინ უილიამსი
2) მსოფლიო თასი
3)ებოლა
4)მალაიზიური ავიაკომპანიები
5) „აის ბაქეტ ჩელენჯი“ (ფლეშ–მობი)
6) Flappy Bird (სატელეფონო თამაში)
7) კონჩიტა ვურსტი
8) ISIS (ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ხალიფატი“)
9) „ცივი გული“ (მულტფილმი)
10) სოჭის ოლიმპიადა
ადამიანებს შორის ყველაზე ძიებად პერსონებს წარმოადგენდნენ: ჯენიფერ ლოურენსი, კიმ კარდაშიანი, ჟიულ გაიე, ტრეისი მორგანი, რენე ზელვეგერი, ჯარედ ლეტო, ლორდი, მეთიუ მაკკონაჰი, ამალ ალამუდინი, დონალდ სტერლინგი.
Google–ის მომხმარებლები ელექტრონიკის კუთხით ყველაზე ხშირად შემდეგ სიტყვებს ეძებდნენ: iPhone 6, Samsung Galaxy S5, Nexus 6, Moto G, Samsung Note 4, LG G3, XBox One, Apple Watch, Nokia X და iPad Air.

10841512_10204152069699673_1004543537_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები