რადას თავმჯდომარე: ბიუჯეტში სახსრები საერთოდ არ არსებობს

  უკრაინის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ბიუჯეტში სახსრები საერთოდ არ არსებობს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რადას თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას კოლოსალური პრობლემები გვაქვს საპენსიო ფონდთან მ და საბანკო სისტემასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის უფლებამოსილება მინიჭებული ტურჩინოვი მომხდარზე პასუხისმგებლობა ვიქტორ იანუკოვიჩსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ აზაროვზს აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ალექსანდრ ტურჩინოვს დროებით ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება დღეს მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები