ფეისბუქში ელვის სისწრაფით ახალი ვირუსი ვრცელდება
სოციალურ ქსელ ფეისბუქში უცნობი ვირუსი გავრცელდა, რომელიც გზავნილის სახით მრავლდება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა განაცხადეს. ფეისბუქის მომხმარებელი მეგობრისგან შეტყობინებას მიმაგრებულ ფოტოსურათთან, ან ვიდეოსთან ერთად იღებს. თუ ბმულზე შეხვალთ, ვირუსი ავტომატური და შეუჩერებელი მექანიზმით გადმოდის იერიშზე.
შემდეგ ვირუსი ვრცელდება ყველაზე, ვინც მომხმარებლის მეგობრების სიაშია.
„მე მომივიდა შეტყობინება მეგობრისგან. გავხსენი, იქ იყო ბმული ჩემი ავატარით და წარწერით: „OMG youtube.com“. მე ის გავხსენი. ფეისბუქმა დაამუხრუჭა და დაიწყო ამ შეტყობინების გაგზავნა. საერთო ჯამში, ყველას მივწერე, რომ ჩემი შეცდომა არ გაიმეორონ“, – წერს „ნაშა გაზეტას“ ჟურნალისტი.
მომხმარებლებმა ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურს მიმართეს, თუმცა მათ განუცხადეს, რომ ვირუსს ჯერ ვერ უმკლავდებიან.