პაკისტანში, სკოლაზე თავდასხმისას, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
პაკისტანში მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკების“ მიერ სკოლაზე თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 84 მოსწავლე დაიღუპა.
„იტარ-ტასის“ ცნობით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მომხდარ ტერაქტში სულ მცირე „თალიბანის“ 6 „ბოევიკი“ მონაწილეობს. წინასწარი მონაცემებით, ტერორისტებს კამიკაძეების ქამრები, ყუმბარები და ავტომატური იარაღი აქვთ.
ცნობილია, რომ „ბოევიკებმა“ სკოლაში ტყვედ 500 ადამიანი აიყვანეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანმა“ აიღო. მოძრაობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ბოევიკების“ აქცია პასუხია პაკისტანის არმიის სპეცოპერაციაზე ჩრდილოეთ ვაზირისტანში, რომლის შედეგად 1200 მეტი „ბოევიკი“ განადგურდა.
სკოლაზე თავდასხმა დაგმო პაკისტანის პრეზიდენტმა მამნუნ ჰუსეინმა, რომელმაც ღრმა მწუხარება გამოთქვა უდანაშაულო მსხვერპლის გამო. მომხდარის გამო 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=yl9lqfwnJOc” width=”560″ height=”315″]