რუბლი მსოფლიოში ყველაზე სუსტი ვალუტა გახდა

წლის დასაწყისიდან რუბლი თითქმის ორჯერ გაიაფდა. ერთი დღის მანძილზე კი რუბლი 8 პროცენტზე მეტი ნიშნულით დაეცა. ამით რუბლი მსოფლიოში ყველაზე სუსტ ვალუტად გადაიქცა, – იუწყება „РБК“.
15 დეკემბრამდე დევალვაციის ტემპებით რუბლი ადგილს მხოლოდ უკრაინულ გრივნას უთმობდა. 2014 წლის დასაწყისიდან კი რუბლმა დოლარის გამოვლინებაში საკუთარი ფასის დაახლოებით 40 პროცენტი დაკარგა, გრივნამ კი – 46 პროცენტი.
მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად დოლარის მაქსიმალურმა ფასმა 64,44, ევრომ კი 78,87 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები