სკოლის მოსწავლემ ბირჟაზე თამაშით 72 მილიონი დოლარი იშოვა (ვიდეო)

სკოლის მოსწავლე ნიუ-იორკიდან ცნობილი გახდა იმით, რომ ბირჟაზე თამაშით საკმაოდ დიდი ფული იშოვა. მოჰამედ ისლამი 72 მილიონი დოლარის მფლობელი საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით გახდა. ის ამ საქმით სასკოლო შესვენებებზე იყო დაკავებული.
ეს ისტორია წარმოუდგენელია: მიგრანტების ვაჟმა, რომელიც კუინსის რაიონში ცხოვრობს, ძალიან დიდი ფული სკოლიდან გაუსვლელად იშოვა, – იუწყება „ვესტი.რუ“.
გამოცემა Business Insider-მა მოჰამედი შეიყვანა სიაში: „20 ადამიანი 20 წლის ქვემოთ“. ეს ნიჭიერი თრეიდერ-მოზრდების სიაა.
„ბევრი ახალგაზრდა საკუთარ საქმეს იწყებს, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს საპნის ბუშტია. ბირჟაზე ვაჭრობა და ინვესტიციები კი იყო და ყოველთვის იარსებებს. ფული ყოველთვის იტრიალებს. რა აიძულებს მსოფლიოს, რომ იტრიალოს – ფული? თუ ფული არ ტრიალებს, ბიზნესი არ ვითარდება, არ არის ინოვაციები, არ არსებობს არანაირი პროდუქცია, არ არის ზრდა, სამუშაო“, – ამბობს მოჰამედი.
მოსწავლემ უკვე შეაგროვა ავტომობილის ფული, თუმცა მას ჯერ არ აქვს მართვის მოწმობა, რადგან 18 წლის არ არის. მოჰამედმა ასევე ბინის დაქირავება გადაწყვიტა, თუმცა მშობლები წინააღმდეგნი არიან, რომ მან ცალკე იცხოვროს.
New York Magazine-ის ცნობით, ბიჭი ბირჟაზე სპეკულაციებით 9 წლის ასაკში დაინტერესდა. თუ როგორ უნდა ემუშავა, მას ნათესავმა ასწავლა. თავიდან მოჰამედს არაფერი გამოსდიოდა, თუმცა ის არ შეეშვა ამ საქმეს. უახლოეს მომავალში მოჰამედი ბროკერის ლიცენზიის მიღებას და მეგობრებთან ერთად ჰეჯ-ფონდის გახსნას აპირებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=0v9JBYO1vk8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები