„სააკაშვილი საქართველოში დასაბრუნებლად უკრაინას იყენებს და ამაში ფულს იხდის“

მიხეილ სააკაშვილს სურს შეიარაღებული ძალების დემორალიზება გამოიწვიოს, საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, თითქოს ჯარში ისეთი ვითარებაა, რომ იქედან ოფიცრები გარბიან – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ტრისტან წითელაშვილმა განაცხადა.
როგორც წითელაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ოფიცრებმა შეიარაღებული ძალები სააკაშვილის მმართველობის დროს დატოვეს.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს. მას შეიარაღებული ძალების დემორალიზება სურს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მის მიერ გაკეთებული ბოლო განცხადება. არც ერთ მოქმედ ოფიცერს არ მიუტოვებია სამსახური და უკრაინაში არ წასულა. სააკაშვილის ამ განცხადებას სხვა მიზანი აქვს. მას სურს შეიარაღებული ძალების დემორალიზება გამოიწვიოს, სურს, საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, თითქოს ჯარში ისეთი ვითარებაა, რომ იქედან ოფიცრები გარბიან. ოფიცრებმა შეიარაღებული ძალები მაგის სისხლიანი მმართველობის დროს დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯარში ისეთი ვითარებაა, რომ იქედან ოფიცრები გარბიან. ოფიცრებმა შეიარაღებული ძალები მაგის სისხლიანი მმართველობის დროს დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯარში უამრავი პრობლემა დატოვეს, სამხედროები ქართული ჯარიდან უკრაინაში არ მიდიან. იქ მხოლოდ მამუკა მამულაშვილი და მისი ხალხია წასული. უკრაინა ომს არ გამოგვიცხადებს. სამაგიეროდ, სააკაშვილი წავა ყველაფერზე. ის იქ თავის ხალხს მოამზადებს, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. სააკაშვილი თავისი ფულით, უფრო სწორად ჩვენგან მოპარული ფულით აფინანსებს ამ ხალხს. ხელისუფლებასაც ის უხდის. ექსპრეზიდენტს უკრაინა ასაფრენ ბილიკად სჭირდება და იმიტომ ხარჯავს ამ ფულს“, – განაცხადა წითელაშვილმა „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები