თამაზ თამაზაშვილი სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალაიას სასამართლოში უჩივლებს

თამაზ თამაზაშვილი პატივისა და ღირსების შელახვის გამო სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალაიას, კალმახელიძესა და ზოდელავას სასამართლოში უჩივლებს – ამის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„მაგ ნაძირალებს – სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალაიას, კალმახელიძესა და ზოდელავას პატივისა და ღირსებების გამო უნდა ვუჩივლო! აქამდე მაჩერებდნენ, თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა უკვე ამომივიდა ყელში ყველაფერი და მე ვიცი, რასაც გავაკეთებ! ჩემს ადვოკატთან გავივლი კონსულტაციას და ამ გარეწრებს პასუხს მოვთხოვ. გივი თარგამაძესაც მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მე ვინმე დევდარიანი სადღაც დავნიშნე! ამათ აქვთ გეგმა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტყუილებითა და ცილისწამებით დაასუსტონ, მაგრამ ესენი ვერაფერს მიაღწევენ, რადგან ირაკლი დარჩება მართალ კაცად, ხოლო ესენი ვერასოდეს ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ“! – ამბობს თამაზ თამაზაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები