რატომ ვერ უჩივლებს სასამართლოში თარგამაძე-ნადირაშვილს თამაზ თამაზაშვილი – “სიამოვნებით ვუჩივლებდი”

კახეთის შს სამხარეო სამმართველოს ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს გივი თარგამაძესა და ირმა ნადირაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში დიდი სიამოვნებით უჩივლებდა.
როგორც თამაზაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი სასამართლოში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს ვერ უჩივლებს, რადგან ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსიდან ცილისწამების მუხლი ამოიღო.
ამასთანავე, ყოფილი მაღალჩინოსანი გამოცემასთან იმ საკითხზეც საუბრობს, თუ რატომ არ მიმართავს პროკურატურა პარლამენტს გივი თარგამაძის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
„ნაძირალა ვანო მერაბიშვილი რომ დააპატიმრეს, იცით თუ არა, რომ მთელი ევროპარლამენტი საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტას გეგმავდა. აქაოდა, დიდი „დემოკრატი“ და „ქვეყნის აღმშენებელი“ უკანონოდ და ტყუილუბრალოდ დაიჭირეთო?! გივი თარგამაძესა და და დანარჩენ ნაძირლებს, განსაკუთრებით ირმა ნადირაშვილს, რომელმაც ამ ბოლო დროს სულ მთლად დაკარგა ადამიანის სახე და, მართლაცდა, ნადირის სახე აქვს მიღებული, სასამართლოში დიდი სიამოვნებით ვუჩივლებდი ცილისწამების გამო, მაგრამ სააკაშვილმა ცილისწამების მუხლი კოდექსიდან ამოიღო. ცილისწამების მუხლი რომ არ არის კოდექსში, იმიტომაც არიან გაჯეჯილებულები და თავგასულები… „რუსთავი 2“-ის ვითომ უფროსი რომ არის ნიკა გვარამია – გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც ათასი უბედურება ჩაიდინა, დღესაც გვემუქრება, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო! თქვე უბედურო „ნაციონალებო“, თქვენ ცხოვრობთ ილუზორულ სამყაროში, თქვენი არაკაცობით, თქვენი ნაძირლობითა და თახსირობით თქვენ უკვე ჯვარს აცვით და ჯოჯოხეთი მოუწყეთ მთელ საქართველოს, მთელ თქვენს ოჯახებსა და საახლობლოს. ნათქვამია, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოკვეთაო, ასე იქნება თქვენი საქმეც, რადგან ის სიბინძურე, რაც თქვენ ჩაიდინეთ და აკეთეთ, საქართველოში არასოდეს არავის დაავიწყდება და თქვენ თქვენს შთამომავლებს კბილები კი არა, თავები მოკვეთეთ უკვე. გოგიტა ვაშაძე მეძახის კორუმპირებულს, გაუზრდელო ღლაპო, კორუმპირებულები შენს ოჯახსა და იმ პოლიტიკურ სექტაში მოიკითხე, რომლის წევრიც შენა ხარ! ვაშაძეს სინდის-ნამუსი რომ გააჩნდეს, ხმას არ უნდა იღებდეს, ქვეყანამ იცის მაგის ამბავი, მაგრამ უსირცხვილოა და მაგისთანა არაკაცსა და ნაძირალას რა უნდა ველაპარაკო“?! – აცხადებს თამაზ თამაზაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები