რატომ აირჩიეს საპატრულო პოლიციისთვის Ford Interceptor-ები და რას პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს შსს

ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელთან ნინო ცხადაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ცხადაძის განმარტებით, Ford Interceptor-ი ეს არის სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომობილი, ის აღჭურვილია დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობებით.
“ასეთი ავტომობილები ამერიკაში სამოქალაქო პირებზე არ იყიდება. პოლიციის მუშაობის სრული სპეციფიკა და ყველა დეტალია გათვალისწინებული, აღჭურვილია დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობებით. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მცხეთაში ავტომაგისტრალზე პატრულირებისას სატვირთო ტრაილერით ნასვამი მძღოლი პატრულს უკნიდან დაეჯახა ამ ახალ “ფორდის“ ავტომობილს. მანქანა კი დაიმტვრა, მაგრამ პატრულის არცერთი თანამშრომელი არ დაზარალებულა. ისინი “შკოდაში რომ მსხდარიყვნენ, დიდი ალბათობით, მინიმუმ ძალიან მძიმე დაზიანებებს მიიღებდნენ. მანქანის უკანა ნაწილშიც, ისე როგორც წინ, დამოტაჟებულია დამატებითი დამცავი საშუალებები და სწორედ ამის წყალობით გადარჩნენ პატრულის თანამშრომლები. ეს მანქანა გამოცდილია საათში 120 კმ.სიჩქარით მოძრაობის დროს შეჯახებისას. ცხადია, არაერთი ტესტი გაიარა და დადგინდა, როგორც წინა, ასევე უკანა მხრიდან ამ სიჩქარით შეჯახებისას, მძღოლიც, მის გვერდით და უკან მსხდომნიც, დაზღვეულნი არიან სერიოზული დაზიანებებისგან. ძრავი აქვს 3,7 კუბატურის, თუმცა 20 ლიტრი ნამდვილად არ სჭირდება. საშუალოდ,13-15 ლიტრ საწვავს მოიხმარს, გააჩნია, რას სიჩქარით ივლის მანქანა და რა დატვირთვა ექნება, ეს უკვე სამუშაო სპეციფიკაზეა დამოკიდებული. 3 -წლიანი გარანტია აქვს. 3 წელი თითქმის არაფერი არ სჭირდება ამ მანქანას, გარდა საწვავი-საპოხი მასალებისა. შესაძლოა, კონკრეტულ მანქანას რაღაც დაუზიანდეს, 160 მანქანაა ბოლოს და ბოლოს, მაგრამ მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული ნაწილი არ დაუზიანდება, ასეთია გარანტია“,- განმარტავენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები