ხაშურში აღურიცხავი ხე-ტყის მასალა აღმოაჩინეს

  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღურიცხავი ხე-ტყის მასალა აღმოაჩინეს.
როგორც “კვირას“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლების მიერ, ხაშურში, ჭალის უბნის დასახლებაში სახერხი საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა დაუფირნიშებელი ნაძვის ჯიშის 26 კუბური მეტრი ხე-ტყე.
სამინისტროს ინფორმაციით, მასალა ასევე აღრიცხული არ იყო სახერხი საამქროს აღრიცხვის ჟურნალშიც. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1283 მუხლის მე-5 ნაწილით შედგა.
მასალები განსახილველად შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა. რაც შეეხება სახერხი საამქროსა და უკანონო ხე-ტყის მასალას, განხორციელდა მათი დალუქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები