კასპში სიძის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

  შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავრი სამაართველოსა და კასპის რ-ნული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ყაჩაღობისა და ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი 1973 წელს დაბადებული მერაბ მ. მკვლელობის ბრალდებით კასპში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კასპში, მირიან მეფის ქ. 47-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მოკლა დის მეუღლე, 1967 წელს დაბადებული ვაჟა ბ.
სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები