პატრიარქი ხელისუფლებას საყდრისში მომხდარი აფეთქების გამოძიებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პატრიარქი ხელისუფლებას საყდრისში მომხდარ აფეთქებაში მონაწილე პირების სათანადოდ დაისაჯისკენ მოუწოდეს. პატრიარქის განცხადებით, საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს და იმ ადამიანებს, ვინც ეს ჩაიდინა.
“საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს”, – ბრძანა პატრიარქმა.