ავღანეთში მოკლულთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია

   ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მსხვერპლთა რაოდენობამ ორი დღის განმავლობაში 50-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი ავრცელებს“. არსებული ვითარება 2 დღის წინ, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის მოკვლით გამწვავდა. ამასთან, თალიბებმა ააფეთქეს ავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მათ შორის იყვნენ გერმანიის და საფრანგეთის მოქალაქეებიც.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში 2014 წელი განსაკუთრებით მძიმედ შეაფასეს. პოლიციის თქმით, წლის პირველ ნახევარში 5 000 პოლიციელი და 1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები