აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთთან საქმიანი ურთიერთობები ძველებურად აღარ გააგრძელონ

  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჯენ ფსაკი რუსეთის დელეგაციის ინდოეთში ვიზიტს და იქ რიგი საქმიანი კონტრაქტების გაფორმების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ფსაკიმ განაცხადა, აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთთან საქმიანი ურთიერთობები უწინდებურად აღარ გააგრძელონ.
“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომ არ აწარმოონ რუსეთთან ბიზნესურთიერთობები ძველებურად, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ამის მონიტორინგს. ბუნებრივია, არ ვიცნობთ ყველა კონტრაქტის სპეციფიკას, ობიექტური მიზეზების გამო”, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები