ნატოს ყოფილი სარდალი: ნატომ კიევისთვის შეიარაღების მიწოდება არ უნდა შეზღუდოს

  ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი ევროპაში, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი მიიჩნევს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კიევში სამხედრო მრჩევლები უნდა გააგზავნოს და არ შეზღუდოს კიევისთვის არალეტალური შეიარაღების მიწოდება.
“გარდიანის” ინფორმაციით, როგორც ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა, ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში დახმარებას და მრჩევლების გაგზავნას.
“ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გავუწიოთ უკრაინელ სამხედროებს და არ უნდა შევიზღუდოთ უკრაინისთვის არალეტალური იარაღის მიწოდებაში. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ საბრძოლო მასალა, საწვავი და დახმარება აღმოვუჩინოთ ლოჯისტიკის სფეროში. ჩემი აზრით, ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში დახმარებას და მრჩევლების გაგზავნას”, – აღნიშნა ამერიკელმა ადმირალმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები