ფრანგი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ალ-ქაიდას“ წევრი 4 ისლამისტი მებრძოლი გაუშვეს

  მალის ხელისუფლების განცხადებით, ფრანგი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, „ალ-ქაიდას“ წევრმა 4-მა ისლამისტმა მებრძოლმა დატოვა საპატიმრო.
თუმცა, როგორც მალის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, ტერორისტების გათავისუფლება მალის შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა შეურაცხყოფის ტოლფასია. ისინი გათავისუფლებული მებრძოლების კვლავ დაკავებასა და სასამართლოს წინაშე წარდგენას მოითხოვენ. მათივე განცხადებით, ფრანგული მხარე ამ ფაქტს გამარჯვებად მიიჩნევს, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლება ისლამისტი მებრძოლების გათავისუფლების ფაქტს არ ადასტურებს.
სერჟ ლაზარევიჩი კოლეგასთან ერთად მალიში 2011 წელს ჩავარდა ტყვედ. მისი გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსოფლიოში არც ერთი ფრანგი ტყვე აღარ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები