ერაყში, მეჩეთთან მუსულმანები იმამ ჰუსეინის ხსოვნას მიაგებენ პატივს
ერაყში, ქალაქ კერბალას მთავარ მეჩეთთან, მილიონობით შიიტი პილიგრიმელი შეიკრიბა. მუსულმანები რელიგიური კალენდრით წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად ემზადებიან. 13 დეკემბერს ისინი პატივს მიაგებენ იმამ ჰუსეინის ხსოვნას. ქვეყნის პოლიციამ მობილიზება გამოაცხადა. შიიტ და სუნიტ მუსულმანებს შორის მომხდარი დაპირისპირება ხშირად მსხვერპლით მთავრდება. შარშან ამ დღეს 50 ადამიანი შეეწირა.