ქაბულში ავღანეთის უზენაესი სასამართლოს წევრი მოკლეს

  ქაბულში „ბოევიკებმა“ ავღანელი მაღალჩინოსანი – უზენაესი სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელი ატიკულუ რავუფი მოკლეს.
მკვლელობის საპასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, თავდასხმა ქაბულის ჩრდილო-დასავლეთით, სასამართლოს ჩინოვნიკის სახლთან მოხდა.
„ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში მოკლულის კოლეგამ თქვა, რომ როდესაც რავუფი მანქანისკენ მიემართებოდა, მასთან ორი მამაკაცი  მოტოციკლით მივიდა და ცეცხლი გაუხსნა.
ცნობისთვის, უცხოური სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილის ქვეყნიდან გაყვანამდე რამდენიმე დღით ადრე თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქზე თავდასხმები გაახშირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები