თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავდაცის სამინისტროს სსიპ “გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის” სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი ბახვა სურმანიძე დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბახვა სურმანიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე იქნა დაკავებული.

მათივე ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სსიპ “სამხედრო ჰოსპიტალის” მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს გაუწია დახმარება, კერძოდ, მოახდინა ტენდერით გათვალისწინებული მომსახურეობის შესყიდვა მეწარმე სუბიექტისთვის სასურველი პირობით, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით აიღო 400 ლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების 6-დან 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები