რადას გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება
უკრაინის უმაღლესი რადის დადგენილებით, საპრეზიდენტო არჩვენების გამართვის ვადად 25 მაისი განისაზღვრა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. დადგენილება დეპუტატებს რადის ახლადარჩეულმა სპიკერმა გააცნო. რადამ დღესვე უკრაინის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობას ჩამოაშორა. იანუკოვიჩის გადადგომას რადის 328 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღესვე, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო პოსტიდან გადააყენა. მისი ადგილი ფრაქცია „ბატკივშინის“ წარმომადგენელმა არსენ ავაკოვმა დაიკავა.