რომან გოცირიძე: ლარი მე გავაუფასურე

„მინდა გამოგიტყდეთ. ლარი მე გავაუფასურე“, – ამ სათაურით ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სარკასტული შინაარსის სტატუსს აქვეყნებს. ამასთანავე, ექსპერტი დასძენს, რომ მან ერთბაშად იყიდა ყველა ვალუტა, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა.
„მინდა გამოგიტყდეთ. ლარი მე გავაუფასურე. ერთბაშად ვიყიდე ყველა ვალუტა, რაც ეროვნულ ბანკს ჰქონდა. იქიდან ბენდუქიძე მეხმარებოდა. ბოდიშით!
P.S. ხელში მიჭირავს 1 მილიონი ევრო. 500 ევროიანები. 1 მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურით არის 10 კილოგრამი. შეგიძლიათ აწონოთ საქართველოს ვალები და განსაზღვროთ მისი სიმაღლე. ჩემი სტუდენტები აკეთებენ. გაგაცნობთ. ეს არის ავსტრიის ეროვნული ბანკის ფულის საცავი. ვსწავლობდით, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საკასო ცენტრი. ჩვენიც ძალიან მაგარია. ეს დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დამსახურებაა. უკეთესი გამოვიდა, ვიდრე თავიდან ვაპირებდით“, – წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები