პრეზიდენტმა "ბორჯღალოსნებს" გამარჯვება მიულოცა

   საქართველოს პრეზიდენტმა “ბორჯღალოსნებს” რუს მორაგბეებთან გამარჯვება მიულოცა.  გიორგი მარგველაშვილმა ქართველ მორაგბეებს წარმატება უსურვა.
“ძვირფასო მეგობრებო, ბორჯღალოსნებო,გილოცავთ რუს მორაგბეებთან დამაჯერებელ გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ 2015 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.თქვენთან ერთად ვულოცავ რაგბისა და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს, მთელ საქართველოს! ყველა ერთად ველით თქვენს მორიგ წარმატებებს. თქვენი ერთგული გულშემატკივარი გიორგი მარგველაშვილი”,- აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები