“სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს აფრთხილებს
“სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის რეგიონული ოფისი ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით აჭარის რეგიონის მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც “კვირას“კომპანიიდან აცნობეს, მაგისტრალურ გაზსადენზე ჩასატარებელი სამუშაოების გამო მოსახლეობას 16 დეკემბერს, დილით ბუნებრივი გაზი შეუწყდება. გაზმომარაგება 17 დეკემბერს, 11:00 საათიდან, ეტაპოვრივად აღდგება.
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტელეფონოგრამა №460- ის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ მაგისტრალური გაზსადენის სისტემასთან მისაერთებლად ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით ამა წლის 16 დეკემბერს აჭარის რეგიონს დილის 03:00 საათიდან შეუწყდება ბუნებრივი გაზის მიწოდება. ბუნებრივი აირის აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად 17 დეკემბრის დილის 11:00 საათიდან. უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გთხოვთ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ გაზის დანადგარებს და ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიეთ ონკანები”, – აცხადებენ კომპანიაში.
“სოკარ ჯორჯია გაზი” შექმნილი დისკომფორტის გამო გაზის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.